COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის რეგიონებში გადანაწილება დაიწყო 

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეგიონებზში გადანაწილება დაიწყო. დასავლეთ საქართველოსთვის განკუთვნილი ვაქცინა სპეციალური ავტომობილით დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში მიიტანეს. ვაქცინა ჩაიტანეს კახეთშიც. 

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ ხვალ,14 მარტის საღამოსთვის, ვაქცინა ყველა მუნიციპალიტეტს მიეწოდება. 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის AstraZeneca-ს 43 200 დოზა, დღეს დილით
შემოვიდა. 73 წლის თამარ გიორგაძე პირველია, ვინც საქართველოში ვაქცინის მისაღებად, სპეციალურ სამედიცინო პორტალზე დარეგისტრირდა. ის ლუგარის ლაბორატორის თანამშრომელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი