დაუცველი ბავშვები უმოქმედო სახელმწიფოში

გამოქვეყნდა:

ვერც სახელმწიფო, ვერც სოციალური სამსახური, ვერც ოჯახის წევრები, მეტწილად, ვერც საზოგადოება, ვერ ახერხებს დაიცვას და უსაფრთხო გარემო შეუქმნას ყველაზე დაუცველებს - ბავშვებს.

რამდენიმე დღის წინ, მორიგი ოჯახური კონფლიქტი ერთ-ერთ რეგიონში, 8 თვის ჩვილის გარდაცვალებით დასრულდა. კიდევ ერთ რეგიონში კი, 11 წლის გოგონა მამინაცვლის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. კიდევ ერთ მუნიციპალიტეტეში, ცოლზე მოძალადე საჯარო მოხელე ციხიდან გამოუშვეს და სამსახურშიც აღადგინეს.

ყველა ეს ფაქტი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცას ჩვენ, ყველა ერთად, ისე ვერ ვაკეთებთ, როგორც საჭიროა. ვერც სახელმწიფო და ვერც საზოაგდოება. საზოგადოების თუნდაც ერთი მცირე ნაწილის გულგრილობასა და მახინჯ სტერეოტიპებს რომ კიდვე უფრო დიდი ტრაგედიის გამოწვევა შეუძლია, ქობულეთში გარდაცვილი 14 წლის გოგოს ისტორიაც მოწმობს, რომლის ბაბუაც ახლა მუქარის ბრალდებითაა დაკავებული.

ნანი სისვაძის რეპორტაჟი: "უმოქმედო სახელმწიფო" 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი