ნაცვლიშვილი მიდის - სკანდალი "ქართულ ოცნებაში"

გამოქვეყნდა:

ახალი სკანდალი "ქართულ ოცნებაში" - პარტიიდან უშვებენ ყველას, ვისაც ლაშა ნაცვლიშვილთან შეხება ჰქონდა და ვინც მის კადრად ითვლება. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პარტიასთან დამშვიდობება ადმინისტრაციული კადრების 50%ზე მეტს მოუწევს.

ამის პარალელურად, კი ცნობილი ხდება, რომ ყოფილი მთავარი იდეოლოგის საქმიანობასა და ანგარიშებს საიდუმლო ვითარებაში საგამოძიებო უწყებები სწავლობენ.

სხვადასხვა წყაროთი ჩვენამდე მოსული ინფორმაციის მიხედვით, შესწავლის საგანი გახდა პოს TV-იც, მედიასაშუალება, რომელშიც პარტიიდან წასულმა ყოფილმა იდეოლოგმა ახალი სამსახური იპოვა. 

ლაშა ნაცვლიშვილი "მთავარი არხის" კამერებს რამდენიმე დღის განმავლობაში ემალებოდა, სულ ცოტა ხნის წინ კი სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ ის პოს TV-საც ტოვებს. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი