"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, მმართველ გუნდთან შეთანხმების ერთადერთი საგანი შესაძლოა იყოს გზა, რითიც ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე მივა. მისივე განცხადებით, ძალაში რჩება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება ვადამდელი არჩევნები. ერთადერთი შეთანხმების საგანი, რომელზეც დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ ეს არის გზა, როგორ მივალთ ამ ვადამდელ არჩევნებამდე და ცხადია, პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება ოპოზიციის უკლებლივ ყველა სუბიექტის მოთხოვნა, რომელიც მიგვაჩნია, რომ იქნება ნდობის აღდგენის მექანიზმი, რომ საერთოდ შეთანხმება შეთანხმება შედგეს და იყოს შესაძლებელი",- თქვა სამადაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონისა და "ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა დასრულდა.
მმართველი გუნდის მხრიდან შეხვედრას ესწრებიან პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.
მოგვიანებით შეხვედრა ჩანიშნულია ოპოზიციის ლიდერებთანაც.