რიონის ხეობის "მცველები" და მათი მხარდამჭერები პროტესტის 141-ე ღამეს ქუთაისის ცენტრში, მანქანებში ათევენ. აქციის მონაწილეებს უკვე აქვთ კონკრეტული გეგმაც. ისინი დილით ადრე სოფელ ნამოხვანში გაემგზავრებიან, სადაც კარვები აქვთ გაშლილი. მათი თქმით, კომპანია "ენკას" არ მისცემენ ჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლების უფლებას.
მკაფიოდ ვაცხადებთ, ნუ ითამაშებენ ადამიანების ნერვებზე. ყველაფერს აქვს საზღვარი. ვცდილობთ, ყველაფერი იყოს მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ თუ ისინი შეეცდებიან და არ გაითვალისწინებენ ქართველი ხალხის ნებას, მოგვიწევს ხელის შეშლა მათთვის. თუკი ვინმე დააპირებს ხვალ ტრაქტორი დაქოქოს, რომელიც ჩვენთვის ტანკია, გადავუდგებით წინ, - ამბობს აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.
ქალაქცის ცენტრში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია დღეს გაიმართა. აქციაზე ათეულობით ათასი ადამიანი იყო მისული. ხეობის "მცველების" მთავარ მოთხოვნას - კომპანია "ენკამ" დატოვოს ტერიტორია, დღეს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადაგომაც დაემატა.
ამავე თემაზე: