კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტს ახანგრძლივებს

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტს ერთი დღით ახანგრძლივებს. ამის შესახებ მან სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ. გადავწყვიტე, პროცესის წინ წასასვლელად, ხვალაც დავრჩე თბილისში, ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ, - ამბობს დანიელსონი.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი დღეს, 14 მარტს უნდა დასრულებულიყო. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა მისი ვიზიტის მთავარი მიზანი. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.

🔴 არა რუსულ კანონს! | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი