პასუხი უნდა გასცეს 20 ივნისის საკითხს, რომ ვიფიქროთ მასთან თანამშრომლობაზე - ვაშაძე გახარიაზე

გამოქვეყნდა:

"ჯერ მან პასუხი უნდა გასცეს 20 ივნისის საკითხს, რომ სხვა პოლიტიკოსებმა ვიფიქროთ მასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე", - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც მან ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას თქვა, გახარიასთან კონტაქტი არც პრემიერობის დროს და არც მას შემდეგ ჰქონია.

მისივე თქმით, 20 ივნისზე დიდი კითხვის ნიშნები არსებობს. "გულწრფელად გეუბნებით. მეც ამ პროცესის მონაწილე ვიყავი და ვნახე იქ რა ხდებოდა" - ამბობს ვაშაძე.

..რომ არ დაგიმალოთ, გაღიზიანებული ვარ "მთავარი არხის" მიერ გაკეთებული სიუჟეტით, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. დამახინჯებულია სიმახინჯე. ახლა სოციოლოგია განმისაზღვროს კიდევ სხვამ, მე როგორ უნდა ჩავატარო სოციოლოგია რა. მე მაინტერესებს ჩემს ამომრჩეველზე რა ზემოქმედებას ახდენს ნებისმიერი პოლიტიკური ტურბულენცია, რაც აქ ხდება. სოციოლოგიას ვაკეთებ დასავლელ და ევროპელ ჯგუფთან ერთად და აქ საკმაოდ სერიოზული ჯგუფი გვყავს, რომ რეალურად გავიგოთ, ხალხს რა უნდა. ვიკვლევთ აბსოლუტურად ყველაფერს, ყველა პერსონასთან, ყველა სცენართან დამოკიდებულებებს, სად ვკარგავთ ხმებს, სად განწყობები იცვლება. 47 ფოკუს ჯგუფი გვაქვს ჩატარებული სწორედ მათი ხელმძღვანელობით ბოლო 3 კვირის მანძილზე. რატომ? იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით, მთავარი პრობლემაა, რომ პოლიტიკა აცდენილია ხალხს. სად არის ხალხი და სად არის პოლიტიკა, - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" შემთხვევით აღმოაჩინა, რომ საქართველოში ტარდება სოციოლოგიური კვლევა, რომლის ფარგლებშიც სხვა თემებთან ერთად მოქალაქეებს ეკითხებიან, რა აზრის იქნებიან ისინი, თუ გიორგი ვაშაძის "სტრატეგია აღმაშენებელი" თავის საქმიანობას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას დაუკავშირებს? 

სოციოლოგიური კვლევის ჩატარებისას ქოლცენტრის წარმომადგენლებმა შემთხვევით "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს დაურეკეს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი