ოცნების წევრები საჯაროდ დაემშვიდობნენ დანიელსონს, მან მოლაპარაკება გააგრძელა - ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით ყველა გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდა, როცა "ქართული ოცნება" საჯაროდ დაემშვიდობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს, მან კი განაცხადა, რომ მოალაპრაკებები გრძელდება.

"ყველა აღმოვჩნდით ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში, ოცნების წარმომადგენლები გამოვიდნენ, საჯაროდ დაემშვიდობნენ ადამიანს, თქვეს, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე დასრულებულია, და ისინი ელოდებიან როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი ბრიუსელიდან ვიზიტიდან და ამის შემდეგ გაგრძელდება მოლაპარაკებები. ამის შემდეგ დაახლოებით, ნახევარ საათში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, გუშინდელი სურათით გამოჩნდა, რომ "ქართულ ოცნებას" ამ ეტაპზე მოლაპარაკების გაგრძელება არ სურდა. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთა, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას მართავენ. დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი სწორედ დღევანდელი შეხვედრიების გამო კიდევ ერთი დღით გაახანგრძილვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი