მოლაპარაკებები გრძელდება - კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას ესწრება ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც, მათ წინასწარ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერთან შეხვედრა ერთდროულად გაიმართება.

"მე ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა, როგორც ჩანს რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების არგამოშვების საკითხია, მაგრამ გუშინ, მე დავინახე ქართული ოცნების მხრიდან მოლაპარაკების ფაქტობრივად შეფერხების, თუ არა ჩაშლის მცდელობა, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს დიდი მადლობა რომ უძლებენ ამ ფსიქოლოგიურ სტრესს", - თქვა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 

მისი თქმით, დღეს სიახლეებს მოისმენენ და იმედი აქვს, დღის ბოლოს უკვე გადაწყვეტილება ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი სწორედ დღევანდელი შეხვედრების გამო კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრები ოპოზიციასთან და "ქართული ოცნების" წევრებთან გუშინ, 14 მარტს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მხარეებმა თქვეს, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს, მოგვიანებით, კი ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი დამატებით მხარეებს დღესაც შეხვდებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი