საქართველოში დღეს, 15 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. "ასტრაზენეკათი" უკვე იაცრა NCDC-ის თანამშრომელი 73 წლის თამარ გიორგაძე, რომელიც სპეციალურ პორტალზე პირველი დარეგისტრირდა.
"განსაკუთრებით საშიში ინფექციებში ვმუშაობ, მე ეს არ მაშინებს, ვაქცინაცია ვიცი რაც არის, როგორ დამიცავს, ამიტომ, პირველი გადავწყვიტე მივცე მაგალითი ჩემს კოლეგებს ლუგარის ცენტრში, ასევე, ყველა მედიცინის მუშაკს", - თქვა თამარ გიორგაძე.
დღესვე აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, ექიმები მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, ლევან გოფოძე და სხვები.