მივიღეთ მუქარები ოჯახის წევრების წამებასთან დაკავშირებით - ნოდარ მელაძე შსს-ში მივიდა

გამოქვეყნდა:

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი შსს-ში მივიდა. ნოდარ მელაძე უწყებაში გამოკითხვაზე  იმ გამოძიების ფარგლებშია დაბარებული, რომელიც მისი და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

მელაძე ახალ მუქარებზეც საუბრობს და ამბობს, რომ საჯარო სივრცეში ბერა ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მუქარის შემცველი შეტყობინებები ვრცელდება, რაც ასევე გამოძიების დაწყების საფუძველია:

ამ ერთი კვირის განმავლობაში მივიღეთ მუქარები ჩვენი ოჯახის წევრების წამებასთან დაკავშირებით. ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ერთ ერთი ხელმძღვანელის მხრიდან. გონივრული ვადა მას შემდგ უკვე გავიდა და გვაინტერესებს დაიწყო თუ არა გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით.

ყველა იურისტი თანხმდება, რომ ის განცხადებები რომელიც გამოთქმული იყო ბატონი წიკლაურის მხრიდან საჯარო სივრცეში, წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამოძების დასაწყებად" ამბობს ნოდარ მელაძე.

"TV პირველის" მიერ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ ნოდარ მელაძეს სოციალურ ქსელში ემუქრებიან. პოსტი ბერა ივანიშვილის მეგობარმა და ანზორ ჩუბინიძის მოსწავლემ, მიხეილ წიკლაურმა გამოაქვეყნა.  

ნოდარ მელაძე საგამოძიებო უწყებაში ხვალაცაა დაბარებული. ის აუდიოჩანაწერების საქმეზე უნდა გამოკითხონ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი