"იწყება ჩემი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში" - ღარიბაშვილმა "ტვიტერზე" დაპოსტა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო - ამის შესახებ თავად ღარიბაშვილი "ტვიტერში" წერს.

„იწყება ჩემი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში. მექნება შეხვედრები ბელგიის, ევროკავშირისა და ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მართლაც აღსანიშნავია, რადგან ვაგრძელებთ წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენი საბოლოო მიზანია სრული წევრობა ევროკავშირსა და ნატოში", - წერს ღარიბაშვილი.

ის დღესვე შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი