
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს თბილისის დროით 18:00 საათზე შეხვდება. შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება.
ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს დილით გაემგზავრა. ცნობისთვის, პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა.
ცნობილია, რომ ღარიბაშვილი შარლ მიშელთან თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს, რა დროსაც, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ინტენსიურად ხვდებოდა სწორედ მიშელის მიერ საქართველოში გამოგზავნილი სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება. ხვალ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომას დაესწრება.