სულ რომ ჩემი მოსისხლე მტერი იყოს, წყაროს არ დავასახელებ - ნოდარ მელაძე

გამოქვეყნდა:

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ, აუდიოჩანაწერების საქმეზე, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა. ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.

როგორც მელაძე ამბობს, საგამოძიებო უწყებებს წყაროს შესახებ არანაირ ინფორმაციას არ მიაწვდის.

"რა თქმა უნდა, წყაროს არ დავასახელებ, სულ რომ ჩემი მოსისხლე მტერი იყოს წყარო. მე გამაჩნია პროფესიული ვალდებულება, რომ არ დავასახელო წყარო და არ მივაწოდო საგამოძიებო უწყებას არცერთი მასალა, რომელიც მას დაეხმარება წყაროს იდენტიფიკაციაში", - თქვა ნოდარ მელაძემ.

ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, პროკურატურაში მისვლას არც მელაძე და არც ჩიხლაძე აპირებენ:

ცნობისთვის, 6 მარტს "ტვ პირველმა" აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც შესაძლო დანაშაული იკვეთება და რომელშიც, სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ფიგურირებენ. 

პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით 9 მარტს დაიწყო. 

12 მარტს კი "TV პირველის" ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

ამავე დღეს, 12 მარტს კი შსს-მ ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან მამალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, ჟურნალისტების: ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი