იუსტიციის სამინისტრო ახალი მინისტრის მოლოდინშია - ლორთქიფანიძის შემცვლელი ისევ უცნობია

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრის პოსტი ფაქტობრივად ვაკანტურია. გოჩა ლორთქიფანიძემ უკვე დადო ჰააგის მოსამართლის ფიცი.

უმრავლესობაში კი ამ დრომდე არ სახელდება ვინ შეცვლის ლორთქიფანძეს. გუნდის ნაწილი ამბობს, რომ ეს პრემიერმინისტრის გადასაწყვეტია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საკითხი საჩქარო არ არის. 

ამ წუთას მას თანამდებობის დატოვების აუცილებლობა არ უდგას - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

ბატონი გოჩა არის იუსტიციის მინისტრი. ფიცის დადება არის ერთი და ვიდრე ოფიციალურად არ შეუდგება საქმიანობას, რასაც გარკვეული დრო სჭირდება ის არის იუსტიციის მინისტრი - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

ოპოზიცაში კი ამბობენ, რომ ვინც არ უნდა წარადგინოს "ქართულმა ოცნებამ" ამ თანამდებობაზე, ის იქნება ბიძინა ივანიშვილის დანიშნული და მისი ინტერესების გამტარებელი. 

დღეს პარლამენტში უნდა განიხილონ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფის საკითხიც. ამ დრომდე არ არის დაზუსტებით ცნობილი ვინ ჩაიბარებს კულტურის სამინისტროს, ხოლო კულუარული ინფორმაციით, თეა წულუკიანი განიხილება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი