ნოდარ მელაძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ჟურნალისტების მკვლელობის მომზადების საქმეზე მოწმის სტატუსით მაგისტრი მოსამართლის, ჯემალ კოპალიანის წინაშე იკითხება. გომელაურის უწყებამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტვ პირველის ეთერით სკანდალური აუდიოჩანაწერები გავრცელდა. ჟურნალისტების მკვლელობის მომზადების საქმე ამ დრომდე მხოლოდ ტელეიმედის ეთერით გასულ, ლევან მამალაძის ინტერვიუს ეყრდნობა. ჯერ ჯერობით უცნობია რა კითხვები აქვს გამოძიებას ჟურნალისტებთან. დღესვე, მოსამართლის წინაშე დაიკითხება ტვ პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძეც.

ცნობისთვის, 6 მარტს "ტვ პირველმა" აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც შესაძლო დანაშაული იკვეთება და რომელშიც, სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ფიგურირებენ. 

პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით 9 მარტს დაიწყო. 

12 მარტს კი "TV პირველის" ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

ამავე დღეს, 12 მარტს კი შსს-მ ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან მამალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, ჟურნალისტების: ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი