
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს დღეს, 14:00 საათზე შეხვდება.
დანიელსონს დღეს უკვე შეხვდა აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი უკვე თითქმის ერთი კვირაა საქართველოშია და უშუალოდაა ჩართული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში.