"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პოლიტპატიმარი ნიკა მელია დღეს მოულოდნელად კამერების წინ გამოჩნდა. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პატიმრობიდან მესამე კვირას საკნის სარკმელდან გამოხედვა მოახერხა სწორედ იმ დროს, როდესაც ციხის კედლებთან მისი მხარდამჭერები აქციას მართავდნენ.
ასზე მეტმა აქტივისტმა და რიგითმა მოქალაქემ მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრება პირადად მელიას მხარდასაჭერად გადაწყვიტა, თუმცა საბოლოოდ ლიდერის გამოჩენამ აქციის მონაწილეები უფრო მეტად გაამხნევა.
ამავე თემაზე: