ავტოკოლონა, რომელიც რუსთავის ციხის მიმართულებით დაიძრა, უკვე დანიშნულების ადგილზეა. თავისუფლება ნიკა მელიას - ამ შეძახილებით ადგილზე მელიას მხარდამჭერები, ენმ-ს წევრები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.
მათ დღეს შეძლეს და ხმა მიაწვდინეს 224-ე საკნის პატიმარს. სამარტოო საკნიდან მხარდამჭერებს ნიკა მელიაც მიესალმა.