
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე სროლას გამოეხმაურა. ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" არაფერში სჭირდება პლაკატებისკენ სროლა".
ჩემი პასუხი ასეთი იქნებოდა, ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ გასროლებს პოლიტიკური პლაკატების მიმართულებით და ასევე, გამოვთქვამ საფუძვლიან იმედს, რომ ეს ფაქტი მაქსიმალურად ეფექტურად იქნება გამოძიებული. პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებთ, თვალებში გიყურებთ და კარგად ხვდებით, რომ "ქართულ ოცნებას" არაფერში სჭირდება პლაკატებისკენ სროლა. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი პოლიტიკურ ლიდერი "ქართულ ოცნებაში" ამას მხარს არ დაუჭერდა, - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
ამავე თემაზე: