
თვითონ ესროლეს, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმას.
რაღაც ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით თუმცა ყველაფერი შესაბამისმა უწყებებმა უნდა გააცხადონ, როგორ წარიმართება გამოძიების პროცესი. მე მგონია, რომ გამოძიება წარმატებით წარიმართება. ყოველთვის როცა ვარდება "ნაციონალური მოძრაობა" მძიმე მდგომარეობახში, ხან საკუთარ ოფისებს წვამენ, ხან საკუთარ ბანერებს ებრძვიან, - ამბობს კობახიძე.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, "თვითონ ესროლეს?" კობახიძე პასუხობს: "რატომაც არა, სხვა ლოგიკა სადაა, რომელ სულელს უნდა მოუვიდეს თავი ესროლოს ენმ-ს ოფისს".
ამავე თემაზე: