წარსულს ჩაბარდა, როდესაც ერთი ადამიანის ხუშტურებზე სრულდებოდა პროექტები - ალუდა ღუდუშაური

გამოქვეყნდა:

"მე რამდენადაც ვიცი, ეს არ არის გუშინ და გუშინ წინ დაწყებული პროცესი" - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ზარქუა დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მოგვარდება:

"მე რამდენადაც ვიცი, ეს არ არის გუშინ და გუშინ წინ დაწყებული პროცესი. ეს არის წლების განმავლობაში დაწყებული პროცესი. თუ არ ვცდები, ახლა იღებენ შესაბამის ზომებს. ისედაც, თუ ნახავთ, ბეტონის ფილების დაგება მიდის იმისთვის, რომ გამაგრებითი სამუშაოები ყოფილიყო იქ.

დარწმუნებული ვარ, მერია შესაბამის განცხადებას გააკეთებს ამაზე, იქ ახალი გზაც უსაფრთხო იქნება და მაქსიმალურად მოგვარდება ეს პრობლემა",-ამბობს ზარქუა

ალუდა ღუდუშაური კი ამბობს, რომ "წარსულს ჩაბარდა ის პრაქტიკა", როდესაც წინა დღეს დაგეგმილი პროექტები ერთი ადამიანის "ხუშტურზე" მეორე დღეს სრულდებოდა.

წარსულს ჩაბარდა ის მავნე პრაქტიკა, როდესაც ერთი ადამიანის ხუშტურებზე, წინა დღეს დაგეგმილი პროექტი მეორე დღეს ნაწილობრივ სრულდებოდა", - ამბობს ღუდუშაური.

ინფორმაცია და ფოტომასალა, რომ დედაქალაქში ახალი მეწყრული პროცესები გააქტიურდა და საფრთხე დიდია, "ფეისბუქით" გავრცელდა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მერიამ საავტომობილო მოძრაობაც აკრძალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი