ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია არ შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება უწყებამ ჯანდაცვის ექსპერტთა და დარგის სპეციალისტთა სხდომაზე მას შემდეგ მიიღო, რაც დღეს, 18 მარტს,
ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) გაკეთების შემდეგ, ექთანი ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.
საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია - 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრა 15 მარტიდან მიმდინარეობს. 18 მარტის დილის მონაცემებით სულ აცრილია 3365 პირი. დარეგისტრირებულია 5 ათასზე მეტი.
ამავე თემაზე: