"ასტრაზენეკა" არის უსაფრთხო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში, სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან და სულ რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ მათგან, რომ "ასტრაზენეკა" არის აღიარებული როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი ვიდრე რისკი. რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეაჩეროს "ასტრაზენეკას" გამოყენება. შესაბამისად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება, - ამბობს ეკა ტიკარაძე. 

საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია - 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრა 15 მარტიდან მიმდინარეობს. 18 მარტის დილის მონაცემებით სულ აცრილია 3365 პირი. დარეგისტრირებულია 5 ათასზე მეტი.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი