AstraZeneca უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაა - "ევროპის წამლის სააგენტო"

გამოქვეყნდა:

"ევროპის წამლის სააგენტო" (EMA) AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით წინასწარი მოკვლევის შედეგებს  აქვეყნებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ: 

  1. ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის ფართოდ გავრცელებულ საფრთხესთან ბრძოლაში კვლავ აჭარბებს გვერდითი ეფექტების რისკს.
  2. ვაქცინა არ არის დაკავშირებული ვაქცინირებულ პაციენტებში სისხლის კოლტების საერთო რისკების (თრომბოემბოლური მოვლენების) ზრდასთან.
  3. არ არსებობს ვაქცინის კონკრეტულ პარტიასთან ან მწარმოებელ ქარხანასთან დაკავშირებით პრობლემის მტკიცებულება.
  4. ამის მიუხედავად, ვაქცინა შეიძლება დაკავშირებული იყოს თრომბოციტოპენიასთან ასოცირებულ თრომბების წარმოქმნის ძალიან იშვიათ შემთხვევებთან, ანუ თრომბოციტების დაბალ დონესთან.

"ეს იშვიათი შემთხვევებია - დიდ ბრიტანეთსა და ევროპულ ეკონომიკურ ზონაში 16 მარტის მდგომარეობით, დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი აიცრა და EMA-ს მიერ გაანალიზდა სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის მხოლოდ 7 და ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის (CVST) 18 შემთხვევა. ვაქცინასთან მიზეზშედეგობრივი კავშირი დადასტურებული არ არის, მაგრამ შესაძლებელია და შემდგომ ანალიზს იმსახურებს“, - აღნიშნულია "ევროპის წამლის სააგენტოს" განცხადებაში.

სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, ემერ ქუქის თქმით კი, "ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. მისი სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ადამიანების დაცვის მხრივ აჭარბებს შესალო რისკებს". 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი