"მოიქცა როგორც ველური ძალა"- ბუაძე "ოცნებაზე" და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე

გამოქვეყნდა:

ჩაშლილი მოლაპარაკებისა და დანიელსონის ვიზიტის დასრულების შემდეგ, ოპოზიცია საყოველთაო პროტესტისთვის ემზადება. ძალაში რჩება ხვალისთვის დაგეგმილი მასშტაბური აქციაც. ოპოზიციის შეფასებით  დასავლეთმა დაინახა, ვისთან აქვს საქმე "ოცნების" სახით. 

მოლაპარაკებების ჩაშლაში ოპონენტები სწორედ "ოცნებას" ადანაშაულებენ:

არც ჩვენი ქვეყნის იმიჯს და პრესტიჟს არ მიაქცია ყურადღება, არც ქვეყანაში არსებულ ძალიან მძიმე მდგომარეობას. მოიქცა როგორც ველური და უპასუხისმგებლო ძალა, რომელსაც არ აინტერესებს შეთანხმება და გუშინდელი ძალიან ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი იყო ამის დადასტურება ,- ამბობს "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე.

გუშინდელი 10 საათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა.

ბრალდებებს ბრალდებებით პასუხობენ მმართველ გუნდში:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი