ჩაშალეს მოლაპარაკება, პასუხისმგებლობა ეკისრებათ ოპონენტებს - ღუდუშაური ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცების" დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ჩაშლილ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობა სრულად ოპოზიციას ეკისრება. მისი თქმით, ოპოზიცია ვიწრო პარტიულ და პირად ინტერესებს ვერ გაცდა.

"ვფიქრობ, ნათელი იყო, როდესაც ჩვენმა საზოგადოებამ ბატონ მინაშვილის გამოსვლა იხილა, ნათლად დააფიქსირა მან ის პოზიცია, რომ ჩვენ თურმე, ვგულისხმობ ოპოზიციას, მოლაპარაკების მაგიდასთან მოუტანია ის კომპრომისი, რომ უბრალოდ ისხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ უკვე წერტილი არის, თან ძალიან დიდი წერტილია. ჩვენი ოპონენტები მორიგჯერზე ვერ გასცდნენ ვწირო პარტიულ ინტერესებს, ვიწრო პირად ინტერესებიდან ნაკარნახევ პოზიციებს და ჩაშალეს პირდაპირ გეტყვით მოლაპარაკება, პასუხისმგებლობა, ამ ჩაშლილი მოლაპარაკების შედეგებზე სრულიად ეკისრება ჩვენ ოპონენტებს", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული თითქმის 10-საათიანი მოლაპარაკება 18 მარტს უშედეგოდ დასრულდა. მედიატორმა საქართველო უკვე დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყანაში ყოფნა გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი