მორაგბე ვასილ მახარაძეს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა - შაქარაშვილის საქმის განაჩენი

გამოქვეყნდა:

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

5 ასრულწლოვანიდან 4-ს  5-5 წლიანი პატიმრობა, ერთს - მორაგბე ვასილ მახარაძეს კი 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მახარაძეს, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, "ტოიოტა ქამრის" მართავდა, შაქარაშვილის მეგობრის, გური ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდს ედავებოდნენ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 8 სრულწლოვანს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი