ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ანაფილაქსიური შემთხვევები ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება და სტატისტიკაში აღწერილია, დაახლოებით 40-60 შემთხვევა, თუმცა აქამდე ეს კორონავირუსის ვაქცინას არ უკავშირდებოდა, რადგან ეს ახალი ვაქცინაა.
"გარდაცვალების შემთხვევებიც არის დაფიქსირებული, გასულ წელს ანაფილაქსიით ორი შენთხვევა არის დაფიქსირებული. ძალიან სამწუხაროა ის, რომ წლევანდელი გარდაცვალების შემთხვევა დაემთხვა კორონავირუსის ვაქცინაციას და დაემთხვა მაშინ, როცა ვიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და გვესმის, რომ ეს გამოიწვევს კიდევ მეტ შიშს, ბევრ კითხვის ნიშანს და უნდობლობას მოსახლეობის მხრიდან", - თქვა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან თითოეულმა მოქალაქემ სრული და ზუსტი ინფორმაცია მიიღოს, რომ ვაქცინაციის სარგებელთან დაკავშირენით რწმენა დაიბრუნონ.
ცოტა ხნის წინ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა დილიდან სტაბილურად მძიმე იყო.