შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი იყო - ზურაბიშვილი დათა პაპაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოხატავს. მისი განცხადებით, ის ყველასთვის შეუგუებლობისა და შეუპოვრი ბრძოლის მაგალითი იყო, ვინც აჩვენებდა, რომ იმედი ყოველთვის ცოცხლობს.

"ისიც იყო ჩვენთვის, ყველასთვის შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი. ის თავისი მაგალითით გვაჩვენებდა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ღირსებით შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ მტერს და არ დამარცხდეს.

გარდაიცვალა, თუმცა დაუმარცხებელი, ის საბოლოოდ მიებარება ჩვენს მიწას, საიდანაც ოკუპაციამაც ვერ გააძევა. გვაჩვენებდა, რომ იმედი ყოველთვის ცოცხლობს. მან საქართველოს მოქალაქეობა არაფერში გაცვალა. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ყველა ქართველს, ვისაც ხვალინდელი გაერთიანების სჯერა. ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა", - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

მისი თქმით, დათა ვანიშვილის მსგავსი ადამიანების გამო და მათი მაგალითის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ და პოლიტიკურ შერიგებას მივაღწიოთ, რომელსაც საზოგადოება მოელის და იმსახურებს. 

შეგახსენებთ, რომ 88 წლის დათა პაპა, რომელიც ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობდა დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი