მეტი ზომების დაცვისკენ მიგვითითებს და არა უკან დახევისკენ - ზურაბიშვილი 27 წლის ექთანზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 27 წლის ექთანის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს, რომ მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ, მეტი ზომების დაცვისკენ მიგვითითებს და არა უკან დახევისკენ.

"მან კარგად იცოდა, რომ ვაქცინის გარეშე, ჩვენთან არსებულ 3 683 მსხვერპლს, პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე, კიდევ ბევრი დაემატებოდა. მან კარგად იცოდა, რომ ეს გზა გასავლელი ჰქონდა და ეს სიტყვებიც დაგვიტოვა: „ვაქცინაცია აუცილებელია, რომ გადავიტანოთ ეს ვირუსი და გადავრჩეთ“. თვითონ გადაწყვიტა მაგალითის მიცემა, წინა ხაზზე გამოსვლა და ის ამ ბრძოლის გმირად დარჩება. მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვითითებს, კიდევ უფრო მეტი ზომების დაცვისკენ და არა უკან დახევისკენ", - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა დილიდან სტაბილურად მძიმე იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი