
საგარეჯოში 60 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მოხდა.
კაცს პირველადი დათვალიერებით დაზიანებები აღენიშნებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოგვიანებით გაირკვა, რომ მას თანასოფლელი ტრაქტორით დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. ტრაქტორის მძღოლი უკვე იდენტიფიცირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ია გულიაშვილი