ლაგოდეხში, ბებიამ, რომლის შვილიშვილიც თანატოლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, მოძალადეებზე შური იგივე ფორმით იძია. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ის ერთ-ერთი ბავშვის დედის მიერაა გადაღებული.
ქალი, რომელიც ბავშვებს სამაგალითოდ სჯის, სასაზღვრო ჯარში ირიცხებოდა. არასრულწლოვნების მიმართ არაადამიანური მოპყრობა ბებიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოზარდების ორ ჯგუფს შორის კონფლიქტი მოხდა.
კონფლიქტის შესახებ, სავარაუდო მსხვერპლის ოჯახმა გაიგო და არასრულწლოვნის ბებიამ შვილიშვილის კლასელების საპასუხო დასჯა პირადად გადაწყვიტა. შვილიშვილთან კონფლიქტში მყოფი 2 არასრულწლოვანი ბავშვი, იმავე ადგილზე წაიყვანა, დააჩოქა, დაამცირა და დაემუქრა.
მომხდარის შესახებ სკოლის მანდატურმა გაიგო და პოლიციას შეატყობინა. საქმეზე გამოძიება დაიწყო და მოძალადე ბებია დააკავეს, თუმცა მალევე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მომხდარზე გამოძიება დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით დაწყებულია. კონფლიქტში მონაწილე არასრულწლოვნებთან კი ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.
ამავე თემაზე: