ახალციხეში, გარდაცვლილ 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძე გვიან ღამით ადიგენის მუნიციპალიტეტში, მშობლურ სოფელში გადაასვენეს. ექთანს კლინიკა "იმედში" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში ანაფილაქსიური შოკუ განუვითარდა, გუშინ კი თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

ცხედარს ექსპერტიზა თბილისში უკვე ჩაუტარდა, ოჯახი კი ალტერნატიული გამოძიების ჩატარებას ითხოვს და ხელახალ ექსპერტიზას გეგმავს. ოჯახი ფიქრობს, რომ კომაშიჩავარდნილ ექთანს მედიკოსებმა შესაბამისი დახმარება ვერ აღმოუჩინეს. 

"მეთვითონ ვიყავი შიგნით, გასიებული იყო, ვიცი, რომ აქედან მკვარდი წაიყვანეს, დავას ვაპირებთ, რომ გავიგოთ რა მოხდა, როგორ, რანაირად. ექიმებს ვადანაშაულებთ, ახალციხეში, დაგვიანებით მოხდა", - თქვა ნათესავმა, მალხაზ კობახიძემ.

27 წლის ქალის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო. ახალციხის კლინიკიდან სამართალდამცავებმა მტკიცებულებები ამოიღეს.

"აცრა არ უნდა გაკეთებულიყო, ჩემი გადმოხედვიდან რაც დავინახე, მკლავზე რომ ჰქონდა გაწითლებული, მედიცინაში ვერ ვერკვევი იმდენად, მაგრამ როგორც ვიცი ალერგიული კანი აქვს, არ უნდა გაკეთებულიყო", - თქვა ნათესავმა, იაკობ კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი