"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციას სურს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით წავიდეს, თუმცა თუ ეს არჩევნები შეთანხმებით არ ჩაინიშნება, მთავრობას მის დანიშვნას ხალხი აიძულებს.
"ერთადერთი გამოსვალია, ეს ადამიანი [ივანიშვილი] წავა, წავა მშვიდობიანი არჩევნებით, წავა აუცილებლად, და ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები დაინიშნოს, ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ეს არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, ის დაინიშნება იძულებით, იძულებით ხალხისგან, რომელიც იმოძრავებს, [...] იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა", - თქვა გიგი უგულავამ.
უგულავამ განაცხადა, რომ ოპოზიცია და მოქალაქეები ერთიანდებიან "მოძრაობა საქართველოსთვის" იდეის ქვეშ, რაც ნიშნავს იმას, რომ ლიდერები რეგიონებში განაწილდებიან, დაიწყებენ კარდაკარ სიარულს და უწყვეტ პროტესტს.
იხილეთ ასევე: