გუშინ, 19 მარტს რუსთავში დაჭრილი 17 წლის გოგონას მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაზარალებულს დაზიანებები მუცლის არეში სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევა, რუსთავის მე-4 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომენდანტის საათისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდებს შორის დაპირისპირება ურთიერიერთ შელაპარაკლებას მოჰყვა. რის შედეგადაც 17 წლის გოგონა, თანატოლმა ცივი იარაღით დაჭრა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი