
მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე წერს, რომ ხვალ, 21 მარტს რესპუბლიკის მოედნიდან ხურვალეთში დათა ვანიშვილის გასვენებაში ჩავლენ.
"ხვალ, კვირას 11.30 რესპუბლიკის მოედანზე ველოსიპედთან ვიკრიბებით და მივდივართ ხურვალეთში დათა პაპას გასვენებაში",- წერს ხოშტარია.
დათა ვანიშვილის გასვენება ხვალ 16:00 საათზეა. სოფელ ხურვალეთში, სოკუპაციის ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი გუშინმ 19 მარტს გარდაიცვალა. დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.