ოპოზიციისგან 8 მარტის შეთანხმების უხეში დარღვევა რამდენჯერმე მოხდა - ქადაგიშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გაფორმებულ 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ოპოზიციას ადანაშაულებს. 

ქადაგიშვილის თქმით, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება, არა შეთანხმების ნაწილი, არამედ პრეზიდენტის "კეთილი ნება" იყო.

"ჩვენ ნუ გვავიწყდება, რომ არსებობს კიდევ 8 მარტის შეთანხმება, რომლის უხეში დარღვევა ოპოზიციის მხრიდან რამდენჯერმე მოხდა, მრავალჯერ მოხდა ამის დარღვევა.

ბოლო გამოვიდა ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი და უკვე დიპლომატიის გარეშე თქვა, ის რაც არ იყო შეთანხმების საგანი, ნუ აქცევთ ხელოვნურად შეთანხმების პირობად. ის ორი ადამიანი იმიტომ შეიწყალა პრეზიდენტმა, რომ მან თავისი ინიციატივით, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, ზედმეტი ხერგილი არ დატოვა პოლიტიკური დიალოგის და პოლიტიკური პროცესის მშვიდობიანად განვითარების გზაზე. ეს იყო კეთილი ნება და არავითარი შეთანხმება",- თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. მმართველი გუნდი მოლაპარაკების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ისევ ოპოზიციას აკისრებს და ამბობს, რომ ახალ დღისწესრიგზე გადასვლაა საჭირო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი