
სანამ ნიკა მელია არ იდგება იქ, იქ ვერ იდგება მთელი ლიდერები - აცხადებს "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე "მთავარი დებატების" ეთერში.
ჭიჭინაძე დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ზოგ-ზოგიერთებს უნდათ ნიკა მელიაზე "მეტი ლიდერი" გამოჩნდნენ და რიგითობებს ემიჯნებიან.
ჭიჭინაძემ ეს შეფასება ენმ-ს თავმჯდომარის იმ განცხადების კომენტირებისას გააკეთა, სადაც ნიკა მელიამ წუხილი გამოთქვა რომ დღეს რუსთაველზე ბევრი პარტიის ლიდერი ვერ დაინახა:
ზოგიერთი ლიდერი, რომელსაც ცოტა უჭირს ჩვენთან სიარული, ალბათ ცხოვრება მოარჯულებს მაგათაც....
ძალიან არასწორია, რასაც ვუყურებთ მართლა დაიჯერეს, რომ ვიღაცამ გადალახა, ვიღაცამ არ გადალახა. თუ ქართული ოცნების ნარატივით ცხოვრობენ და მათთან აპირებენ, ჩვენ ვისმენთ ძალიან ხშირად მათ კონსტრუქციულ დიალოგებს და აქ ბევრს გვაქ გამოცდილება ქართულ ოცნებასთან კონსტრუქციულობის და ღმერთმა ხელი მოუმართოს...
არავისთან ნაწყენობა არ არის, უბრალოდ სანამ ნიკა მელია არ იქნება იქ, იქ ვერ იდგება მთელი ლიდერები იმიტომ, რომ იმ ადამიანმა შეკრა და მოხარშა ეს თემა და ეხლა ზოგ-ზოგიერთებს უნდათ იმაზე მეტი ლიდერი იყვნენ და ემიჯნებიან რიგითობებს - ამბობს ჭიჭინაძე "მთავარი არხის" ეთერში.
დასანანია, დღეს რუსთაველზე ბევრი პარტიის ლიდერი ვერ დავინახე - ნიკა მელია