დასანანია, დღეს რუსთაველზე ბევრი პარტიის ლიდერი ვერ დავინახე - მელია ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ციხიდან "მთავარ არხთან" პირველი სატელეფონო ინტერვიუს დროს ოპოზიციურ პარტიებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რომ 15 მაისს, მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ. 

"ვუყურე მე ამ დაანონსებას და პირველ რიგში დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველა ოპოზიციურ პარტიას. გულით დამწყდა, რომ იქ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დავინახე. არადა მნიშვნელოვანი თარიღი იყო. კარგი დასაწყისი არის საწინდარი, კარგი დასასრულის. სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკური პარტიის პირველი პირი, ლიდერი ვერ დავინახე რუსთაველის გამზირზე, ეს ჩემთვის დასანანია. უკეთესი გამოსავალი, გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს და საერთაშორისო საზოგადოება ჩვენ, ოპოზიციას დაგვეხმაროს, რომ საწადელი მივიღოთ. მაისის ამ კონკრეტულ დღეს არ გვექნება. მე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რომ ყველამ გავიაზროთ ეს არაა ბრძოლა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის და ლიდერის, ესაა ბრძოლა ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ", - თქვა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია ამბობს, რომ 15 მაისს გულწრფელები და თავდადებულები უნდა იყვნენ, რადგან საზოგადოება გარეთ გამოვიდეს.

ინტერვიუს სრული ვერსია, დღეს "შაბათის მთავარის" ეთერში გავა.

ნიკა მელია კი 2020 წლის 23 თებერვალს დააკავეს. გამთენიას, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარი და მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. მაშინ სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. მაშინ ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ. მეორე დილას გიორგი გახარია გადადგათანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო. გახარიას პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია აიყვანა. 

ნიკა მელიას დაკავებიდან ორ დღეში, პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ უწყება
მზადაა,
 ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი