
დღეს ნოვრუზ ბაირამია. ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს დღესასწაულს ხელისუფლების პირველი პირები "ფეისბუქით" ულოცავენ:
პანდემიის გამო, სამწუხაროდ, წელსაც არ გვეძლევა ამ უძველესი დღესასწაულის ერთად აღნიშვნის შესაძლებლობა. მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით პანდემია დამარცხდება და მომავალში ნოვრუზობის ლამაზი ზეიმის ტრადიციულად აღნიშვნა ყოველთვის გაალამაზებს საქართველოს გაზაფხულს - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს უარი უთხრა 1 ღამით კომენდანტის საათის მოხსნის თხოვნაზე, რის გამოც მარნეულში დღეს მოძრაობა "საქართველოსთვის" პროტესტის ნიშნად, 21 საათის შემდეგ შეზღუდვას დაარღვევს.
ამავე თემაზე:
ომბუდსმენი/უმცირესობათა საბჭო მთავრობას: ნოვრუზის დღესასწაულზე მოიხსნას კომენდანტი