მკვლელობა ნატანებში - შსს-ს ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა 

გამოქვეყნდა:

ნატანებში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გურიის პოლიციამ 2 თვის შემდეგ დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 1999 წელს დაბადებული რ.ა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაშია ბრალდებული და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას - 1960 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ხოლო დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი" ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ოზურგეთში, სოფელ ნატანებში 60 წლამდე მამაკაცი მოკლული საკუთარ სახლში 21 იანვარს ნახეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი