ლაგოდეხში ხორც- პროდუქტებისა და რძის ნაწარმის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა წუხელ, კომენდანტის საათის დროს მოხდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით წაღებულია თანხის მცირე ნაწილი და პროდუქტი. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-მ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო, თუმცა როგორც უწყებაში ამბობენ, მაღაზიიდან მხოლოდ რძის პროდუქტები წაიღეს.
ავტორი: ია გულიაშვილი