კიდევ ერთი ნიშანი, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ - დეკანოიძე საბანაძის გადადგომაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის გადადგომას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე ეხმიანება. დეკანოიძის თქმით, საბანაძის გადადგომა მიანიშნებს, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია.

"ევროკავშირში საქართველოს ელჩის გადადგომა ნამდვილად მიანიშნებს იმ მტკივნეულ საკითხზე, რაზეც ჩვენი დასავლელი მეგობრები საუბრობენ - საქართველოსთვის ევრო-ატლანტიკური სივრცე ვიწროვდება.

საბანაძეზე ყოველთვის კარგი წარმოდგენის ვიყავი და ნამდვილად მიმაჩნია გამორჩეულ კადრად დიპლომატიაში. კიდევ ერთი ნიშანი, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ. ევროპის უარყოფა დიდ განსაცდელში ჩააგდებს ქვეყანას", - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნატალია საბანაძემ თანამდებობდა დღეს დილით დატოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ საბანაძეს ეს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და იცოდნენ, რომ ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ის წასვლას აპირებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი