ოკუპირებული სამძიმარი - მაიკო ლომიძის სიუჟეტი დათა პაპაზე

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო მავთულხლართების მიღმა დარჩენილი 88 წლის დათა ვანიშვილი, რომელსაც ყველა კარგად იცნობდა და რომელიც, რაღაცნაირად, საკუთარი კერის ერთგულებისა და სიყვარულის სიმბოლოდ იქცა, დღეს უნდა დაეკრძალათ... მაგრამ ვერ დაკრძალეს, იმიტომ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არავინ აღმოჩნდა, ვინც მისთვის საფლავს გათხრიდა. 

დაკრძალვა ხვალისთვის გადაიდო... იქ მისვლას აპირებენ არა მარტო საოკუპაციო ხაზს აქეთ დარჩენილი შვილები და ახლობლები, არამედ ბევრი სხვა ადამიანიც. 

ოკუპანტებმა მოწყალება გაიღეს და თქვეს - მავთულხლართებთან მოსვლის უფლებას გაძლევთო. ანუ ხაზს აქეთაც თავისი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიად გვთვლიან! 

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი