ოკუპაციასთან შეურიგებელი ბრძოლის სიმბოლოს, დათა პაპას დღეს დაკრძალავენ

გამოქვეყნდა:

საქართველო ოკუპაციასთან შეურიგებელი ბრძოლის სიმბოლოს ემშვიდობება -  დათა ვანიშვილს სოფელ ხურვალეთში დღეს დაკრძალავენ. დათა პაპას სამოქალაქო პანაშვიდი ოკუპანტების მიერ გავლებულ მავთულხლართებთან მიმდინარეობს. რადგან 88 წლის დათა ვანიშვილის სახლი მავთულხლართების იქით მოხვდა და საოკუპაციო ხაზზმაც წლების წინ სწორედ მის ეზოში გაიარა.

დათა პაპას 22 მარტს, 3 საათზე იმ სასაფლაოზე დაკრძალავენ, რომელიც, ასევე, საოკუპაციო ხაზს მიღმაა მოქცეული. 

ხურვალეთში დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციის წევრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ელოდებიან.

ოკუპანტების პირისპირ მდგომ დათა ვანიშვილს არასდროს შეშინებია ეთქვა, რომ ის თავის მიწაზე ცხოვრობდა და მისი სახლი სოფელ ხურვალეთში საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. სხვადასხვა დროს დათა პაპამ მავთულხლართების იქიდან უმასპინძლა და პირადად შეხვდა არაერთი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტს, სენატორებს, ევროპარლამენტარებს, ეუთოს, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელებს.

88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. ის ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი