
რომ არ დაიხარჯოთ, არ მომისმენია და არ ვიცი - ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას სუს-ის მხრიდან უკანონოდ ადამიანების თვალთავლზე.
"რომ არ დაიხარჯოთ, არ მომისმენია და არ ვიცი. უფრო სხვა კომპეტენტურებს კითხეთ. არ მაქვს პასუხი, არ ვიცი, რა გავაკეთო?!",-თქვა ზარქუამ.
"პოსტ ფაქტუმმა" სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის ინტერვიუ გაასაჯაროვა, რომელიც 2019 წელსაა ჩაწერილი.
ირკვევა რომ ივანე გულაშვილი ამ სკანდალური ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ მალე დააკავეს. საქმე გასაიდუმლოებულია, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით ის სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის მუხლითაა დააკავებული.