თავდაცვის სამინისტრო ამ დრომდე დუმს მინისტრის მოადგილის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით.
დავით სუჯაშვილმა მესაზღვრის პროფესიული დღე ქართველ სამხედროებს რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა.
მედიის განვითარების ფონდმა გამოქვეყნებული ფოტოს წარმომადგენლობა დაადგინა და გაირკვა, რომ ფოტო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთშია გადაღებული და მასზე ეფ-ეს ბე-ს ოფიცერია. გარდა ამისა, ფოტო ძირითადად რუსულ საიტებზე ქვეყნდება. როგორც MDF-ში ამბობენ, სამწუხაროა, როდესაც ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის უწყების ერთ ერთი ხელმძღვანელის ფეისბუქზე წყაროს გადაუმოწმებლად გამოაქვეყნდა ოკუპანტის ფოტო.
დავით სუჯაშვილის ფეისბუქზე ოკუპანტის ფოტო აღარ იძებნება. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ფეისბუქ გვერდს თავად არ მართავს და შეცდომა მოხდა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა