ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ Facebook ფეიჯზეც დაპოსტა - "არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან".
მსგავსი განცხადება მან დღეს, 22 მარტს ჟურნალისტებთანაც გააკეთა. გადადგომის შემდეგ გახარია მედიასთან პირველად გამოჩნდა და აღნიშნა, რომ გეგმებს და დღისწესრიგს მიჰყვება.
"მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ", - თქვა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი 18 თებერვალს დატოვა. მის შემცვლელად "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.