
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ 27 წლის ექთნის გარდაცვალებასა და ჩავარდნილ ვაქცინაციაზე პასუხისმგებლობა მინისტრმა უნდა აიღოს და გადადგეს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ჩალაძე ამბობს, პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გამოძიებაც უნდა ჩატარდეს.
როგორც რესტორანში შეკვეთილ საჭმელს დავაბრუნებდით უკან, ესე უნდა დაბრუნდეს ახლა მთავრობა, საიდანაც მოვიდა. მათი ადგილი არ არის სახელმწიფო მართვის სადავეებთან. ისინი არიან უუნაროები, მავნებლები და მათი არც ერთი პროექტი რეალურად განხორციელებული არ არის წარმატებით.მათ შორის ქალბატონმა მინისტრმა საკუთარი თავის აცრა ვერ დაგეგმა და რაც დაგეგმა ვერ შეასრულა - ამბობს გიორგი ჩალაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში კლინიკა "იმედში" 27 წლის ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას გრძნობს, თუმცა ამის გამო გადადგომას არ აპირებს, რადგან მსოფლიო მსგავს პრეცედენტს არ ცნობს.
მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა - ტიკარაძე ექთნის გარდაცვალების გამო არ გადადგება